28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საყოველთაო დღე

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 სექტემბერი 2023

28 სექტემბერი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ინფორმაციის თავისუფლების საყოველთაო დღედ არის აღიარებული. 28 სექტემბერი ხაზს უსვამს საზოგადოების უფლებას, ჰქონდეს ინფორმაციაზე, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს მიერ დაცულ მონაცემებზე წვდომა. 

 

სამწუხაროდ გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ დღეს დღეობით, საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი კრიტიკულ დონეს მიუახლოვდა. 2022 წლის მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 58%-ია, რაც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მონაცემია. სახელმწიფო, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობა და მის სტრუქტურაში შემავალი ორგანოები, სისტემურად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. განცხადებისა და საჩივრების უგულებელყოფა დამკვიდრებულ პრაქტიკად ხოლო აშკარად უკანონო პასუხები მისაღებ ჩვევად ჩამოყალიბდა. შემაშფოთებელია, რომ გაუარესების ეს ტენდენცია დაფიქსირდა ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობის პარალელურად, რომელთაგან ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და მათზე ზედამხედველობის გაძლიერებაა. 

 

სახელმწიფო დაწესებულებების კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა ხელს უშლის საზოგადოებას მიიღოს დასაბუთებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე. საზოგადოებისთვის  ამ ტვირთის შემსუბუქებას ვერ ახერხებენ ვერც ჟურნალისტები, ვინაიდან მათ არა მხოლოდ უკანონოდ უმალავენ ინფორმაციას, არამედ შეიძლება “დასაჯონ” კიდევაც და არ მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. 

 

ამ ფონზე განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ მიჰყვებიან უკანონო და არაკონსტიტუციურ პრაქტიკას. 

 

საზოგადოებას ვულოცავთ ინფორმაციის თავისუფლების საყოველთაო დღეს. მადლობას ვუხდით კეთილსინდისიერ და კანონმორჩილ საჯარო დაწესებულებებს საზოგადოების ინფორმირებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024